Top

ვებ-გვერდის დამზადება

IT ინკუბატორი / ვებ-გვერდის დამზადება

ვებ-საიტი – კომპანიის სავიზიტო ბარათია

კომპანიისათვის ვებ-საიტის შექმნა და გამოყენება რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:

ვებ-საიტისთვის სახელის მოფიქრება: აქ გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორი: სახელის ინფორმატიულობა, ადვილად აღქმადობა და დამახსოვრებადობა, ორიგინალურობა და ეფექტურობა. ზოგიერთი ამ კრიტერიუმიდან კონფლიქტურია, ამიტომ გარკვეულ კომპრომისებზე შეიძლება მოგვიწიოს წასვლა. სახელის არჩევის შემდეგ უნდა მოხდეს დომენური სახელის რეგისტრირება.

ჰოსტინგ-მომსახურება: ჰოსტინგი საშუალებას გაძლევთ თქვენი ვებ-გვერდი იყოს მუდამ ჩართული და ხელმისაწვდომი ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. თუ გსურთ თქვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს, ამისათვის მხოლოდ დომენის დარეგისტრირება და ვებ-გვერდის დიზაინის შექმნა არ არის საკმარისი, სავალდებულოა, რომ თქვენი დომენი დააკავშიროთ გარკვეულ ვებ-ჰოსტინგის მომწოდებელთან. ჰოსტინგის პროვაიდერი გაძლევთ სივრცეს საკუთარ სერვერზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოდან თქვენი დომენური დასახელების აკრეფით შეეძლებათ დაუკავშირდნენ თქვენს ვებ-გვერდს. თქვენს ვებ-გვერდზე განთვსებული ყველა ინფორმაცია, როგორებიცაა სურათები, ვიდეოები, სტატიები თუ სხვა მასალები, თავმოყრილია და ინახება ჰოსტინგზე.

დიზაინის შემუშავება: საიტის დიზაინი, როგორც წესი, დიზაინერის საქმეა. რა თქმა უნდა, არიან პროგრამისტები, რომლებიც დიზაინსაც ქმნიან და შემდეგ ამ დიზაინის მიხედვით აწყობენ ვებ-საიტსაც, მაგრამ პრაქტიკაში უკეთესი შედეგი მიიღება დიზაინერისა და პროგრამისტის თანამშრომლობის შედეგად. საუკეთესო ვარიანტია, თუკი შემკვეთ ორგანიზაციას უკვე შემუშავებული და დანერგილი აქვს საკუთარი კორპორატიული სტილი (ეს შეიძლება მოიცავდეს კომპანიის ნებისმიერ, ასე თუ ისე, წარმომადგენლობით ელემენტებს, ანუ ყველაფერი – ლოგოთი და ორგანიზაციის ბლანკით დაწყებული და ოთახების გაფორმებითა და თანამშრომელთა ჩაცმულობით დამთავრებული). ამ შემთხვევაში მოხდება საიტის სტილის მისადაგება კორპორატიულ სტილთან. თუ კომპანიას არ აქვს შემუშავებული კორპორატიული სტილი, შეიძლება სწორედ საიტის დამზადება აღმოჩნდეს კარგ დასაწყისად მისი შემუშავებისა და დანერგვისათვის.

საიტის სტრუქტურის აწყობა: როდესაც კომპანიას მკაფიოდ აქვს გააზრებული, როგორი უნდა იყოს მისი ვებ-საიტი, რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მასზე, რა სტრუქტურით წარმოდგენილი – მას უკვე შეუძლია, მისცეს პროგრამისტს კონკრეტული დავალება საიტის დასამზადებლად. ასე მკაცრად ამ საკითხების გარკვევა იმისათვის არის აუცილებელი, რომ კომპანიას შეეძლოს ცალსახად დააკვალიფიციროს, მიიღო თუ არა მან სწორედ ის, რაც შეუკვეთა, პროგრამისტს კი – შეასრულა თუ არა მან ტექნიკური დავალება სრულყოფილად.

ვებ-საიტის ინფორმაციით შევსება: როცა საიტი (მისი სტრუქტურა, ე.წ. ჩონჩხი) მზადაა, მას ხორცი უნდა შეესხას – მოხდეს კონტენტით უზრუნველყოფა. იქნება ეს კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მოკლე ისტორიები, სტრუქტურისა და მიზნების აღწერა თუ საკონტაქტო ინფო.

სრულყოფილი ვებ-მომსახურება

IT ინკუბატორის დეველოპერების ჯგუფი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა დამკვეთი-კომპანიის ვებ-საიტის დიზაინი პასუხობდეს მის წინაშე წაყენებულ ყველა მოთხოვნას და იდეალურად შეესაბამებოდეს მოცემულ ვიზუალურ და ტექნიკურ დავალებას. გამოცდილება, მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ თანამედროვე, მოქნილი, ესთეტიკური და წარმატებული ვებ-გვერდები.