Top

ვებ-გვერდი, როგორც ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიის ინსტრუმენტი

IT ინკუბატორი / ბლოგ-პოსტები  / ვებ-გვერდი, როგორც ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიის ინსტრუმენტი
ვებ-გვერდი, როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

ვებ-გვერდი, როგორც ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიის ინსტრუმენტი

მარკეტინგული კომუნიკაციის ყველაზე რეალური ინსტრუმენტი ვებ-გვერდია, რადგანაც ის არის კომპანიის სახე ანუ იმიჯი, სავიზიტო ბარათი მთელი მსოფლიოს წინაშე. ინტერნეტ მომხმარებელთან იგი ასრულებს ორმხრივი კომუნიკაციის როლს და მუდმივი კავშირის შენარჩუნების პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნიკაციური პოლიტიკის გატარებისთვის საჭირო ხარჯებს.

თანამედროვე მარკეტინგული საიტი ინფორმაციული ბლოკებისა და ინსტრუმენტების ნაკრებია, რომლის მიზანია ინტერნეტ მომხმარებელთა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთქმედება. დღეისათვის მცირეა იმ კომპანიების რიცხვი, რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი ინტერნეტ წარმომადგენლობა, ვინაიდან WEB-საიტის არსებობა კონკურენციული ბრძოლის აუცილებელი იარაღია.

საიტი ასრულებს არამხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას, არამედ იგი რეალური მარკეტინგული ინსტრუმენტია გარიგების დადების, ახალი კლიენტის და პარტნიორის მოძებნის, საქონლის წინსვლის, ფირმის ცნობადობის გაუმჯობესების, მარკეტინგული კვლევების ჩატარების, საფირმო სტილის დამატების, კომუნიკაციის, საქონლის ტესტირებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობის დროს.

ვებ-გვერდი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი. ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერის საშუალებით.

ვებ-გვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები.

როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებ-გვერდების მისამართები (ბმულები). ვებ-გვერდი არის ინსტრუმენტი, რომელიც უბიძგებს ადამიანებს თანამშრომლობისკენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზაციას ჰქონდეს როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად გამართული და მიმზიდველი ვებ-გვერდი.

ვებ-საიტის შექმნას ძალზე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. კლიენტი თუ პარტნიორი ჯერ თქვენი ვებ-საიტით გაგიცნობთ და მერე უშუალოდ დაიჭერს თქვენთან ურთიერთობას თუ ჩათვლის, რომ თქვენ საინტერესო და სერიოზული პიროვნება ან ორგანიზაცია ხართ. ვებ-საიტი იაფი და ამავე დროს მძლავრი სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ავიწროებს სატელევიზიო, რადიო და ბეჭვდით სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებებს. ზოგიერთ დარგებში კი მას საერთოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენის სახელი არის ჩქვენი საფოსტო მისმართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ-საიტი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.

ყველაზე ხშირად ვებ-გვერდი გვხვდება შემდეგი გაფართოებით .html ან .htm. მსოფლიოში პირველი საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ვებ-პროგრამირების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ-სერვერის და ვებ-ბრაუზერის მუშაობის პრინციპები.

საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი. საიტები ფუნქციების მიხედვით არის ორი ჯგუფის: ნავიგაციური საიტები (საძიებელი სერვერები, კატალოგები, თემატური საიტები) და საბოლოო საიტები (საინფორმაციო საიტები, სავაჭრო საიტები, კორპორატიული პორტალები).

ინტერნეტ მარკეტინგის ძირითადი ამოცანაა ბაზრის კვლევა, მიმდინარე მოთხოვნისა და მოთხოვნილების გაგება, ბაზრის სეგმენტირება, მიზნობრივი სეგმენტის შერჩევა, ამ სეგმენტზე მიზნის შესაბამისი ვებსაიტის შექმნა და პოზიციონირება. არსებობს საიტის სხვადასხვა ტიპი: საიტი-სავიზიტო ბარათი; საიტი-კატალოგი; ინტერნეტ მაღაზია; პრომო და კორპორატიული საიტი. აქედან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორპორატიულ საიტს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მიზნები აქვს კომპანიას მისი შექმნის მომენტში. კორპორატიული საიტის ძირითადი ფუნქციაა რეალური ბიზნესის მხარდაჭერა, საქონლისა და მომსახურების წინსვლა ბაზარზე; კლიენტების შესახებ მონაცემთა ბაზის გაფართოება; სადილერო ქსელის ფორმირება; კომპანიის იმიჯის ფორმირება; კომპანიის შიგნით ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია და სხვადასხვა განყოფილებების ურთიერთქმედებისთვის ქსელის გამოყენება. კორპორატიული პორტალის ღირსებას წარმოადგენს: კორპორაციის მონაცემთა ბაზიდან მონაცემების სტრუქტურიზება და ხელსაყრელ ფორმაში გამოყენება; მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ინტერნეტ ქსელიდან ინფორმაციის გამოტანა და ფილტრაცია; ინფორმაციასთან საყოველთაო დაშვების უზრუნველყოფა; გრაფიკული, ვიდეო და აუდიო ნიმუშების გამოყენება; ერთი უნივერსალური პროგრამის ვებ-ბრაუზერის გამოყენება ყველა სახის ინფორმაციასთან მუშაობისთვის.

ვებ-განვითარება და დიზაინი წარმატებული ინტერნეტ მარკეტინგის გულია, თუმცა ბევრი მარკეტოლოგი ვერ იაზრებს მას, როგორც მარკეტინგის საფუძველს. მყარი საფუძველი მარკეტინგისთვის ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც სახლის მშენებლობისას ძლიერი საფუძველი სტაბილურობის, ხანგრძლივობისა და მდგრადობის გარანტიაა. ვებ-გვერდის მომზადება უფრო მეტია, ვიდრე ფერებისა და სათაურების შერჩევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვებ-გვერდი მარკეტინგული ინსტრუმენტია, რამაც უნდა მოუტანოს მეტი შემოსავალი კომპანიას. ვებგვერდი უნდა მომზადდეს მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. ვებგვერდები მხოლოდ დასათვალიერებლად არ უნდა შეიქმნას, ნავიგაცია, როგორც წესი, ითხოვს აქტიურობასა და ურთიერთობას ვებ-ვიზიტორის მხრიდან.

#ნათია_ბერიძე