Top

ვებ-გვერდის ადმინისტრირება

IT ინკუბატორი / ვებ-გვერდის ადმინისტრირება

ვებ-საიტის ადმინისტრირება

თუ თქვენ უკვე გაქვთ ვებ-საიტი, მაგრამ არის მისი მართვა/მომსახურების პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ/მოვემსახუროთ მას თქვენს ნაცვლად – განვათავსოთ ყველა საჭირო მასალები და შევიტანოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ცვლილება.

ასეთი მომსახურების მიღება შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს, როცა საიტის მომსახურება არ წარმოადგენს ისეთ დატვირთვას, რომ მისთვის სპეციალური კვალიფიცირებული პერსონალის გამოყოფა იყოს მიზანშეწონილი, ხოლო სხვა პოზიციაზე დაკავებული თანამშრომლის დამატებით ფუნქციად – უკვე მეტისმეტი დატვირთვა გამოდის.

ჩვენი მომსახურების მიღებით თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა სამუშაოს დროულად ჩატარებით. გარდა ამისა, ჩვენ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენს ვებ-საიტზე არ იქნება ხარვეზები (გრამატიკული, სტილისტური, ფაქტობრივი, ორგანიზაციული თუ სტრუქტურული), გაუგებრობები ან ნებისმიერი სხვა სახის უწესრიგობები.

საიტის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, იმისგან დამოუკიდებლად, ვმონაწილეობდით თუ არა ჩვენ ამ პროცესებში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენგან უფასო კონსულტაციები.

ვებ-საიტის რებრენდინგი

თქვენ შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად სწრაფად დაამზადოთ ვებ-საიტი, რომელიც კარგად გაართმევს თავს თავის ფუნქციას – თქვენი კომპანიის წარდგენასა და დამკვიდრებას ინტერნეტ-სივრცეში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს საიტი ვეღარ აკმაყოფილებს თქვენი კომპანიისა და მისი კლიენტების გაზრდილ მოთხოვნილებას; ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება არა უბრალოდ ცვლილებების შეტანა საიტზე, არამედ მისი ძირეული შეცვლა – კონცეპტუალური წარმოდგენებიდან დაწყებული და საიტის შესაძლებლობებით/ინსტრუმენტარიით დამთავრებული – სწორედ ესაა რებრენდინგი.

ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვს იმისათვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი საიტის რებრენდინგში და სრულიად ახალი სახით წარვუდგინოთ იგი მის მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს მოხდეს სწრაფად და საიტის ფუნქციონირების შეწყვეტის გარეშე.