Top

ვაკანსია

IT ინკუბატორი / ვაკანსია
IT ინკუბატორი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე ქუთაისში

IT ინკუბატორი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც დიდ და საშუალო ბიზნესს IT და WEB-სერვისებით უზრუნველყოფს. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც სრულ IT აუთსორსინგს, კომპლექსურ IT აუდიტს, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას და IT ტექნიკის მიწოდებას, ასევე მულტიფუნქციური WEB-საიტების დამზადებას, ინტერნეტ-მარკეტინგსა და ჰოსტინგ-მომსახურებას.

IT ინკუბატორი გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დეკრეტული შვებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის პერსონალური კომპიუტერებისა და ქსელის შეუფერხებელი მუშაობა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის მხარდაჭერა;
** კომპანიაში IT საკითხებში მოქმედი უსაფრთხოების ინსტრუქციების და ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა;
** კომპანიაში თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა;
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@incubator.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).