Top

თამაშებისა და პროგრამების ინსტალაცია

IT ინკუბატორი / თამაშებისა და პროგრამების ინსტალაცია
თამაშებისა და პროგრამების უდიდესი არჩევანი

IT ინკუბატორი გთავაზობთ თამაშებისა და პროგრამების ფართო არჩევანს. არჩევანი ფაქტიურად ულიმიტოა – ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ყველა ის თამაში თუ პროგრამა, რომელიც არ საჭიროებს ონლაინ კავშირს და მისი საინსტალაციო პაკეტი რეალურად ინტერნეტში მოძიებადია.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსების პოტენციური წყარო ხშირ შემთხვევაში „გატეხილი“ თამაშები/პროგრამებია, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საინსტალაციო ფაილების შემოწმებას ავტორიტეტულ ანტივირუსებზე. და რაც მთავარია, თქვენ მიერ მოთხოვნილი თამაში/პროგრამა იქნება წინასწარ გატესტილი და შემოწმებული კომპიუტერთან თავსებადობაზე, ანუ რამდენად შესაბამისობაშია იგი თქვენი კომპიუტერის სიმძლავრეებთან.

ჩვენ მზად ვართ უფასოდ გაგიწიოთ კონსულტაცია – შეგარჩევინოთ სასურველი თამაში/პროგრამა, შევუსაბამოთ იგი თქვენს გემოვნებასა და თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობებს.