Top

სოციალური მედიის მართვა

IT ინკუბატორი / სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედია მარკეტინგი და ვებ-ადმინისტრირება

გამოსახულება, ხარისხი, შინაარსი, ფუნქციონალურობა, გამოყენებადობა - კარგი ვებ-გვერდის მახასიათებლებია. IT ინკუბატორის გუნდმა იცის, როგორ შექმნას განსხვავებული ინტერნეტ-გვერდი და, რაც მთავარია, შეინარჩუნოს მისი მუშაობის ხარისხი. ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ ვებ-გვერდის ფუნქციონირებას. ვანახლებთ, ვასწორებთ ხარვეზებს, რომლებსაც შეუძლიათ საიტის ეფექტურობის შემცირება, ან, საჭიროების შემთხვევაში, შეგვაქვს მცირედი ცვლილებები. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ვიზიტორები გვერდთან წვდომისთვის ძველ პერსონალურ თუ უახლესი მოდელის სმარტფონს იყენებენ.

IT ინკუბატორი ვებ-გვერდის საუკეთესო მხარდაჭერის გარანტია.

მეტი Facebook-მოწონება - ეს არის სოციალური მედია მარკეტერების მთავარი გატაცება, თუმცა ჩვენ სოციალურ მედიას არა მხოლოდ მოწონებებისთვის, არამედ მომხმარებლის ჩართულობისთვის ვიყენებთ, რასაც თქვენი კომპანია წარმატებისკენ მიჰყავს.

IT ინკუბატორი გთავაზობთ

IT ინკუბატორის გუნდი ქმნის თქვენი გვერდის დიზაინს ბრენდის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვარეკლამებთ პროდუქციას და მუდმივ კავშირში ვართ ჩვენი დამკვეთების მომხმარებლებთან. ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი სოციალური ქსელის გვერდი ხელოვნების ნიმუშად.

IT ინკუბატორი გთავაზობთ Facebook-რეკლამის აქტიურად და პროფესიონალურად განხორციელებას, რაც საშუალებს მოგცემთ, შეხვიდეთ ეფექტურ კომუნიკაციაში თქვენს პოტენციურ კლიენტებთან, გახადოთ თქვენი ბრენდი უფრო პოპულარული, გაყიდოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება, ან უბრალოდ არ ჩამორჩეთ თქვენს კონკურენტებს.