Top

SEO ოპტიმიზაცია

IT ინკუბატორი / SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია

გსურთ თქვენმა ვებ-გვერდმა დაიკავოს მოწინავე პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში? SEO (სეო) ოპტიმიზაციის დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად გიპოვნით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ვებ-გვერდის პოზიციონირებას საძიებო სისტემებში. პოტენციური მომხმარებლები (ისევე როგორც, თქვენ) ეძებენ ბიზნესებს/სერვისებს საძიებო სისტემების დახმარებით. გამიზნული და ეფექტური SEO ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის პოპულარობის, ვიზიტორების რაოდენობის ზრდის და მეტი გაყიდვების საწინდარია.

IT ინკუბატორი გთავაზობთ

IT ინკუბატორი გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას თქვენი ვებ-გვერდისთვის Google-ის მოწინავე პოზიციებზე გასაყვანად. ჩვენი კვალიფიციური გუნდი შექმნის თქვენზე მორგებულ SEO სტრატეგიას, მოხდება არსებული ვებ-გვერდის ანალიზი, მისი გაუმჯობესება SEO სტანდარტებზე დაყრდნობით.

IT ინკუბატორის SEO მომსახურება მოიცავს:

ვებ-გვერდის SEO ანალიზი

ვებ-გვერდის გაანალიზება SEO სტანდარტების მიხედვით და მისი ტექნიკურად გამართვა, რაც გულისხმობს საიტის სწორ კოდირებას და საძიებო სისტემებისთვის მის შინაარსობრივად გამართვას.

საძიებო სიტყვების ანალიზი

მოწინავე პოზიციებზე გასვლა დამოკიდებულია  კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი საძიებო სიტყვების სწორად შერჩევაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან შერჩეული საძიებო სიტყვების მიხედვით იწყობა ონლაინ მარკეტინგული გეგმის SEO სტრატეგია.

კოპირაიტინგი

კოპირაიტინგი, იგივე Content-მარკეტინგი, გულისხმობს უნიკალური და ხარისხიანი ტექსტების შექმნას და მიწოდებას ტარგეტირებულ მომხმარებლამდე მათი ვებ-გვერდზე მოზიდვის მიზნით. ტექსტების გავრცელება ხდება საკუთარი  ან სხვა ნებისმიერი ქართული ხარისხიანი ვებ-გვერდის საშუალებით.