Top

როდის და რატომ არის საჭირო IT–აუთსორსინგი?

IT ინკუბატორი / ბლოგ-პოსტები  / როდის და რატომ არის საჭირო IT–აუთსორსინგი?
როდის არის საჭირო IT–აუთსორსინგი

როდის და რატომ არის საჭირო IT–აუთსორსინგი?

აუთსორსინგი – არის ორგანიზაციის მიერ სპეციალიზებული კომპანიებისათვის საქმიანობის გარკვეული სფეროების გადაცემა; როგორც წესი, იმ სფეროების, რომლებიც არ მოიცავენ ამ ორგანიზაციის უშუალო საქმიანობას. ასეთი მიდგომა ორგანიზაციას აცილებს მისთვის არაპრიორიტეტულ მიმართულებებში მუდმივი ინვესტირების საჭიროებას, უმცირებს პირდაპირ და ირიბ დანახარჯებს, მათ შორის საგადასახადო ხარჯებს.

IT-აუთსორსინგი – ეს არის შემკვეთი ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო სისტემებთან (მათ ორგანიზებასთან, ექსპლუატაციასთან, განვითარებასთან და სხვ.) ასე თუ ისე დაკავშირებული ზოგიერთი ან ყველა საწარმოო ფუნქციების გადაცემა სპეციალიზებული კომპანიისათვის, რომელიც შეასრულებს ყველა ამ ფუნქციას, ისე, როგორც შეასრულებდა მას შემკვეთი ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი IT–განყოფილება.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ორგანიზაციებს აყენებს მძლავრი IT–სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე, რაც დიდ ხარჯებსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვალიფიცირებული სპეციალისტების შტატების უქონლობის ან ამ სტრუქტურის არასაკმარისი სიმძლავრის გამო, ორგანიზაციისათვის შეუძლებელი იქნება ყველა სიახლეების კურსში ყოფნა და მათი დროული დანერგვა, რაც თავისთავად იწვევს გაუმართლებელ ხარჯებს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ორგანიზაციებისათვის უფრო ხელსაყრელია კვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ვიდრე სრული (საკმარისი) სიმძლავრის IT–ინფრასტრუქტურის თავის რიგებში ჩამოყალიბება და შემდგომ მისი უზრუნველყოფა.

მოკლედ რომ ვთქვათ, IT–აუთსორსინგი – ეს არის ორგანიზაციის აქტივების ოპტიმიზებული განაწილება. საკმარისია გადაწყდეს ერთადერთი პრობლემა – შემკვეთ და შემსრულებელ ორგანიზაციებს შორის ნდობის დამყარება – და ყველაფერი დანარჩენი უპირობოდ ორმხრივად ხელსაყრელ ფორმებს ღებულობს.

აუთსორსინგით სარგებლობა ეფექტურია ორგანიზაციისათვის, რომლის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:

  • IT-ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემების მომსახურების ეფექტურობის გაზრდა;
  • IT-სისტემების შეფერხებების საერთო დროისა და რაოდენობის შემცირება;
  • მომხმარებელთა IT-მომსახურების ხარისხის ამაღლება;
  • IT-ინფრასტრუქტურის კომპონენტების წარმადობის და საიმედობის ზრდა;
  • IT-სამსახურების ოპერატიული გაფართოება კვალიფიცირებული რესურსებით;
  • განაწილებული (distributed, распределенный) მულტისერვისული სისტემების ექსპლუატაციის ეფექტურობის გაზრდა;
  • კომპლექსური და ტერიტორიულად გაფანტული IT–ინფრასტრუქტურის შექმნა და/ან მისი ექსპლუატაციის ეფექტურობის გაზრდა;
  • IT–რესურსების ექსპლუატირების პროცესების მართვის ოპტიმიზაცია.