Top

ქსელური ინფრასტრუქტურა

IT ინკუბატორი / ქსელური ინფრასტრუქტურა

ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

კომპანიები, რომლებიც საკუთარი ბიზნეს პროცესების მართვისათვის იყენებენ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, საჭიროებენ ქსელურ ინფრასტრუქტურას. ქსელური ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ზუსტად იმის გარანტიას, რომ ყველა თანამშრომელი თუ კლიენტი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი წვდომის უფლებით შესაბამის რესურსებზე.

ჩვენი მომსახურება

IT ინკუბატორს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქსელური გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებით. ჩვენი სერვისები ამ მიმართულებითაც კომპლექსურია და მოიცავს:

  • ფიზიკური ქსელის (მათ შორის, WiFi) მხარდაჭერას;
  • ლოგიკური ქსელის ადმინისტრირებასა და მხარდაჭერას;
  • ქსელური უსაფრთხოების სისტემების (მაგ: VPN, NG firewall, Web Filter) ადმინისტრირებასა და მხარდაჭერას.

ფიზიკური ქსელის მხარდაჭერის პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც ფიზიკური ქსელის წერტილების შეერთებების მხარდაჭერას, ასევე ქსელური აპარატურის მონიტორინგს და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას. რაც შეეხება ლოგიკურ ნაწილს, ჩვენი მხარდაჭერის სერვისი მოიაზრებს ქსელური ნაკადების მართვის პროცესის მხარდაჭერას, ინციდენტების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, ასევე სხვადასხვა სახის კონფიგურაციების მართვას.