Top

IT სტრატეგიის შემუშავება

IT ინკუბატორი / IT სტრატეგიის შემუშავება

IT სტრატეგიის შემუშავება და საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი

კორპორაციული ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტის მექანიზმების მუდმივი სრულყოფით შესაძლებელი ხდება მთლიანი სისტემის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, რაც უდავოდ აქტუალური საკითხია ინტეგრაციის და რეინჟინერინგის ამოცანების გადასაწყვეტად.

კორპორაციული ობიექტების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა მოიცავს ბიზნეს-პროცესების მოთხოვნილებათა განსაზღვრის, დიაგნოსტიკური ანალიზის, ბიზნეს-პროგრამების დაგეგმვის და პროექტირების, IT-სერვისების დადგენის, მათი განხორციელების ორგანიზების, ფაქტ-შედეგების აღრიცხვის, რისკების ანალიზის და შეფასების, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ობიექტზე ეფექტური ზემოქმედების მმართველი გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებას და მათ კომპიუტერულ რეალიზაციას, მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების აგების თანამედროვე კონცეფციების საფუძველზე.

სრულყოფილი და საიმედო, მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად და სწრაფად დაპროექტება, რეალიზაცია, დანერგვა და შემდგომი თანხლება სისტემის დამკვეთ ორგანიზაციაში მეტად მნიშვნელოვანი ამოცანაა და მისი ეფექტურად გადაწყვეტა ბევრადაა დამოკიდებული როგორც საპროექტო-დეველოპმენტის გუნდის შემადგენლობასა და გამოცდილებაზე, ასევე IT-ინფრასტრუქტურასა და CASE-ინსტრუმენტებზე, კერძოდ UML და Agile მეთოდოლოგიების გამოყენებაზე.

IT სტრატეგიის მხარდასაჭერად პოლიტიკის, პროცედურების და წესების შემუშავება

IT-სტრატეგიის რეალიზება გულისხმობს სტრატეგიის ჯერ კონკრეტულ მოქმედებათა გეგმად, ხოლო შემდეგ შედეგებად გადაქცევას.

ერთ-ერთი წინაპირობა IT-სტრატეგიის წარმატებული რეალიზაციისა არის მენეჯმენტის მიერ ცვლილებების ნათელი და ცალსახა დადასტურება. სტრატეგია წარმატებულად რეალიზებულად ითვლება, თუ კომპანია დაგეგმილ საფინანსო და სტრატეგიულ შედეგებს აღწევს. არ შეიძლება ყველა სტრატეგიისთვის ერთიანი რეკომენდაციების გაცემა. რაც სასარგებლოა ერთი კომპანიის შემთხვევაში, სხვა კომპანიას შეიძლება წარუმატებლობას უქადდეს. ამიტომ ითვლება, რომ სტრატეგიის რეალიზებას უფრო შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება, ვიდრე ხისტად მეცნიერული.

IT ინკუბატორის მხარდაჭერის საშუალებით შეძლებთ:

  • ჩამოაყალიბოთ IT-მიმართულების განვითარების გრძელვადიანი ხედვა;
  • უკეთ დაინახოთ IT-მიმართულების როლი ორგანიზაციის სტრატეგიაში;
  • დასახოთ გაზომვადი მიზნები ყველა მიმართულებით;
  • შექმნათ სწორი მოტივაცია IT-მიმართულების თანამშრომლებში;
  • გააანალიზოთ და გადაჭრათ ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება IT-მიმართულების მართვას;
  • გააუმჯობესოთ IT-სერვისების ხარისხი;
  • დააოპტიმიზიროთ IT-ბიუჯეტი;
  • გაზარდოთ IT-პროექტების წარმატების ხარისხი;
  • შეარჩიოთ პროექტის მართვის მეთოდები IT-პროექტებისთვის;
  • უკეთ მართოთ IT-მიმართულების რესურსები.