Top

IT პროცესების ადმინისტრირება

IT ინკუბატორი / IT პროცესების ადმინისტრირება

IT აუთსორსინგი

რატომ IT აუთსორსინგი?

არის თუ არა ორგანიზაციისათვის მიზანშეწონილი საკუთარი IT–სპეციალისტების აღზრდა და შენახვა, ხომ არ არის სხვა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტი მუდმივი IT–პრობლემების გადაწყვეტისა? – პასუხი ერთია – IT–აუთსორსინგი.

IT–აუთსორსინგის ამოცანებია:

  • IT–ინფრასტრუქტურის მომსახურება
  • საინფორმაციო სისტემების შემუშავება/დანერგვა
  • საინფორმაციო სისტემების განვითარება
  • IT–სისტემებში პრობლემების მომსახურება

ეს ამოცანები, აუთსორსინგის სისრულისაგან დამოუკიდებლად, კომპანია–შემსრულებლის მიერ შეიძლება ორგანიზებულ იქნას სხვადასხვა სახით.

რას გვაძლევს IT აუთსორსინგი?

საერთოდ, მიღებულია ასეთი მიდგომა: IT–აუთსორსინგი არ არის თქვენი პრობლემების იაფი გადაწყვეტა, ეს არ არის არც სწრაფი გადაწყვეტა – ეს არის თქვენი პრობლემების რადიკალური გადაწყვეტა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძვირია ან ხანგრძლივი პროცესია, უბრალოდ, ხაზგასმულია IT–აუთსორსინგის მთავარი ღირსება – მისი მიღებით თქვენ სამუდამოდ და სრულყოფილად გექნებათ გადაწყვეტილი ყველა IT–პრობლემა თქვენს ორგანიზაციაში.

ხარჯების შემცირებაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი ფაქტორია – საერთაშორისო ანალიტიკური ჯგუფი Gartner Group-ის კვლევების თანახმად, აუთსორსინგის მიმღები კომპანიების 80%-მა სწორედ ხარჯების შემცირება დაასახელა IT-აუთსორსინგის მიღების მთავარ მიზეზად, ეს შემცირება კი 30–დან 50 პროცენტამდეა. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტის სისწრაფეს, აქ ისედაც ყველაფერი ნათელია – ორგანიზაცია ერთბაშად ღებულობს კვალიფიცირებული სპეციალისტების სრულ „ნაკრებს“, ყოველგვარი პიროვნული და ადამიანური პრობლემური ფაქტორების გარეშე, თანაც „დინამიური შემადგენლობით“ – როცა საჭიროა – მეტი, როცა არა – ნაკლები. შესაბამისად, ხარჯებიც ყოველთვის რეალური დატვირთვის შესაბამისია.

IT ინკუბატორი გთავაზობთ

მომსახურების ჩამონათვალი:

იმის მიხედვით, გჭირდებათ თუ არა თქვენ სრული IT–აუთსორსინგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ IT–მომსახურების სრული პაკეტი, ან აირჩიოთ მხოლოდ ის მომსახურებები, რომელთა აუთსორსინგი მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. ძირითადი დაყოფა IT–მომსახურებებისა, რომლებიც ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ, ასეთია:

  • კომპიუტერული ქსელებისა და სერვერების მომსახურება
  • სამუშაო ადგილების მომსახურება
  • ინფორმაციის უსაფრთხოება
  • მონაცემთა გადაცემის და კომუნიკაციის სისტემები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • ორგტექნიკა
  • სარეზერვო კვება
  • სამუშაო ადგილების ორგანიზება
  • მომხმარებლებისა და პერსონალის ტრეინინგი

ჩვენ ვიქნებით თქვენი IT პროცესების მმართველები. დავგეგმავთ თქვენი განვითარების სტრატეგიებს, გავუწევთ მენეჯმენტს IT მხარდაჭერის პროცესებს და ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები IT კომპონენტების მომწოდებლებთან, დაგეხმარებით მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.