Top

ჰოსტინგ-მომსახურება

IT ინკუბატორი / ჰოსტინგ-მომსახურება

უფრო მარტივი, უფრო სტაბილური, უფრო დაცული

IT ინკუბატორის პარტნიორმა კორპორაცია „REDNET CORPORATION“-მა 2018 წლის პირველ კვარტალში ჩაუშვა ჰოსტინგ-კომპანია იმ მიზნით, რომ ქართულ ბაზარზე ჰოსტინგის დარგში მოეხდინა ცვლილებები და დაენერგა ახალი სტანდარტები. მთელ მსოფლიოში ჰოსტინგ კომპანიებზე დაკვირვებამ გვიკარნახა, შეგვესწავლა შეცდომები, გამოგვეყენებინა საუკეთესო გამოცდილება და მოგვეძებნა გამოსავალი.

ერთობლივი ძალებით გამოვიკვლიეთ რა ქართულ ბაზარზე არსებული ჰოსტინგ-კომპანიების მუშაობის პრინციპები, ისინი ბაზარს სთავაზობენ წარმოუდგენლად დაბალ ფასებს, მაგრამ სტანდარტების შეუსაბამო მომსახურებასა და მხარდაჭერას. ამავე დროს, ჩვენ ისიც შევნიშნეთ, რომ წარმოდგინილნი არიან ისეთი ჰოსტინგ-პროვაიდერებიც, რომლებიც მომხმარებლებს აწვდიან მაღალხარისხიან მომსახურებას და მხარდაჭერას, თუმცა აწესებენ გაბერილ და არარეალურ ფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა - მოგვენახა ჰოსტინგ-კომპანიის მუშაობის ოპტიმალური სქემა - გაასმაგდა.

საუკეთესო პირობები ჰოსტინგ-მომსახურებაზე:

IT ინკუბატორი მუშაობს ძალიან ბევრს, რათა ყველა კლიენტის წარმატება და ბედნიერება უზრუნველყოს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, დავაკმაყოფილოთ თითოეული მომხმარებლის ინტერესი და დროული და ხარისხიანი მხარდაჭერა გავუწიოთ მას. კარგად გვესმის, რომ როცა საქმე ჰოსტინგს ეხება, ბაზარზე უამრავი პროვაიდერია ასარჩევად - გვსურს, რომ კლიენტებისთვის გაწეული მომსახურებით ჩვენმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შექმნას ჰოსტინგ-მომსახურებს საუკეთესო გამოცდილება.

სწრაფი სერვერები

ჩვენი ექსკლუზიური ტურბო სერვერები გთავაზობთ სწრაფი, დაცული და ოპტიმიზებული ჰოსტინგ-მომსახურების გამოცდილებას.

უფასო SSL-სერთიფიკატი

გახადეთ თქვენი ვებ-გვერდი კიდევ უფრო დაცული და საიმედო. SSL-სერთიფიკატი უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცულად გადაცემას.

ვებ-საიტის უფასო პორტირება

გაქვთ ვებ-საიტი სხვა სერვერზე და გსურთ მისი ჩვენთან გადმოტანა? ვებ-საიტის პორტირების სპეციალისტები სრულიად უფასოდ განათავსებენ თქვენს ვებ-საიტს ჩვენს უსწრაფეს სერვერზე.

გაუმჯობესებული უსაფრთხოება

თქვენი ვებ-საიტის გარანტირებულად დაცულობას უზრუნველყოფს RedNet-ის უსაფრთხოების რეგლამენტი და 24/7-ზე უსაფრთხოების მონიტორინგი.

დატაცენტრი საქართველოში

ჩვენი სერვერების საქართველოში განთავსება ხორციელდება კავკასუს ონლაინთან ოფიციალური თანამშრომლობის ფორმატით.