Top

ფერების როლი თანამედროვე ბიზნესში

IT ინკუბატორი / ბლოგ-პოსტები  / ფერების როლი თანამედროვე ბიზნესში
კომპიუტერული სერვისი, IT აუთსორსინგი, IT აუდიტი, ვებ-საიტების დამზადება, ჰოსტინგ-მომსახურება, ინტერნეტ მარკეტინგი

ფერების როლი თანამედროვე ბიზნესში

ფერები მნიშვნელოვანია დედამიწის მცხოვრებთათვის. მას გამოიყენებენ ყველა სფეროში. ფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის შეხედულებაზე დადებითად ან უარყოფითად.  ბევრისთვის შესაძლოა ეს რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ფერების მეცნიერება ამას მოწმობს. ფერების მნიშვნელობის მრავალფეროვნება დამოკიდებულია სხვადასხვა ერის კულტურაზე, რასაზე, გენდერზე და ასაკზე. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ფერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები.აღსანიშნავია, რომ ფერებს გამოიყენებენ ბაზრის მკვლევარები. მსხვილ კომპანიებს და არა მარტო მათ, გააჩნიათ თავიანთი კორპორატიული ფერები. რა მნიშვნელობა აქვს ფერს ბიზნესისათვის?

ბიზნეს მარკეტინგი ფერებს ბრენდის იდენტიფიცირებისთვის იყენებს. ეს ყველაფერი დაფუძნებულია ადამინის ასოციაციურ აზროვნებაზე.
ფერებს თავიანთი სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ. გავეცნოთ მათ მახასიათებლებს:

  • თეთრი ნიშნავს სუფთას, წმინდას. ეს არის ნეიტრალური ფერი;
  • შავი სიმბოლოა ძლიერების, ელეგანტურობისა და  იდუმალების.  შავი ფერი შესაძლოა დაუმიზნოთ მაღალ მარკეტინგს ან გამოიყენოთ ახალ მარკეტინგში იმისთვის, რომ შემატოთ მას იდუმალება;
  • ვარდისფერი – რომანტიკული, საყვარელი და ნაზი. ვარდისფერმა შეიძლება ბრენდს შესძინოს მშვიდი ეფექტი;
  • წითელი არის ფერებს შორის ყველაზე ძლიერი. იგი გულისხმობს სიძლიერეს, აგრესიულობასა და ამაღლებულობას. იგი გამოიყენება აგრესიულ მარკეტინგში, ბრენდის გამოსააშკარავებლად და წარმოსაჩენად;
  • ფორთოხლისფერი უკავშირდება ენერგიულობას და ხალისს. ეს ფერი კომპანიას წარმოაჩენს უფრო თამამს;
  • ყვითელი აღნიშნავს ბედნიერებას, თბილ გარემოს. მისი მეშვეობით ბიზნესი მიიქცევს ყურადღებას;
  • მწვანე  არის სიმბოლო ბუნებრივობისა და ნაყოფიერების. გამოიყენება წყნარი ეფექტის ან გამოსახულების გაზრდისთვის;
  • რუხი – სერიოზული, ტრადიციული და კონსერვატიული. ეს ფერი მოქმედებას უფრო ნათლად წარმოაჩენს;
  • იისფერი გამოხატავს სიდიადეს. მისი საშუალებით გამოიყურებით პრემიუმ მომსახურების სერვისად;
  • ცისფერი არის ყველაზე პოპულარული და ბუნებრივი ფერი მსოფლიოს მაშტაბით. იგი გულისხმობს სიმშვიდესა და სანდოობას. ეს არის საუკეთესო გზა თქვენი ბიზნეს მომხმარებლის ერთგულებისთვის.

ფერები გამოიყენება ტრადიციებისა და კულტურების წარმოსაჩენად, გამოხატავს გრძნობებსა და ხასიათს. ასე რომ, შეარჩიეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ფერები, შესაბამისად შეუხამეთ ერთმანეთს და განსაზღვრეთ მათი დახმარებით თქვენი კომპანიის ხასიათი.