Top

ღრუბლოვანი სერვისები

IT ინკუბატორი / ღრუბლოვანი სერვისები

„ღრუბლოვანი გამოთვლების“ ტექნოლოგიის გამოყენება

„ღრუბლოვანი გამოთვლები“ - ეს არის IT-ევოლუცია. განვითარების თანამედროვე ეტაპზე IT-ბაზრის მთავარი მოვლენა გახდა „ღრუბლოვანი გამოთვლები“ (Cloud Computing) განვითარება. იგი არის განაწილებულ მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგია. „ღრუბლოვანი გამოთვლები“ არის არა მარტო ტექნოლოგიური ინოვაცია, არამედ IT-მიმწოდებლებისათვის ახალი ბიზნეს-მოდელების შექმნის მეთოდი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბაზარს სთავაზობენ მცირე დანახარჯიან მეთოდს, ბიზნეს-იდეების ხორცშესასხმელად.

ამჟამად, მოღვაწეობის ვერცერთი სფერო ვერ შეძლებს IT-ტექნოლოგიების გვერდის ავლას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მოთხოვნას მმართველობით, მწარმოებლურ, მარკეტინგის და სხვა ფუნქციონალურ დანაყოფებში. ამგვარად, ტრადიციული IT-ტექნოლოგიის წინაშე დგას ამოცანა არა მარტო ინფორმაციის შეკრების, შენახვის, დამუშავების და გადაცემის, არამედ ამ პროცესების სრულყოფისა, რაც შესაძლებელია „ღრუბლოვან ტექნოლოგიაში“ IT-ინფრასტრუქტურის შექმნით.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ რეალური უპირატესობა

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ რეალური უპირატესობა ტრადიციულ IT-სთან მიმართებაში არის ეკონომიური ეფექტურობა. საჭირო არ არის დიდი თანხის დახარჯვა მოწყობილობებზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიის” სისტემაში მოსახვედრად, აუცილებელია სწრაფქმედ ინტერნეტთან მიერთება. მარკეტინგული მომსახურება „ღრუბლოვანი ტექნოლოგიების“ საფუძველზე გულისხმობს ინფრასტრუქტურის (IaaS) და პროგრამული უზრუნველყოფის (SaaS), როგორც სერვისების გამოყენებას. მარკეტინგული სისტემის მომსახურების ნებისმიერ პერსონალს შეუძლია „ღრუბლოვანი ტექნოლოგიების“ რესურსებთან და სერვისებთან დაშვება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებით (ნოუთბუქები, პლანშეტები, სმარტფონები და სხვ.).

„ღრუბლოვანი გამოთვლების” გამოყენების ანალიზისას, შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება, რომ ყველა მარკეტინგული ორგანიზაცია იყენებს „ღრუბლის” მოდელებს და სერვისებს. ასეთი მოდელებისა და სერვისების გამოყენება არ მოითხოვს საკუთარი სერვერების შექმნას და მის მომსახურებას, თავისუფალნი არიან ეკონომიური და ორგანიზაციული დანახარჯებიდან. მათ საშუალება აქვთ დააყენონ თავიანთი დანართები პლათფორმაზე, რომლითაც შესაძლებელია პროვაიდერის მომსახურების მიღება.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ მხარდაჭერა

ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე გადასვლის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა IT ინკუბატორის ერთ-ერთი სერვისია. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ცვლილებები ტექნოლოგიური თუ ფინანსური თვალსაზრისით და რამდენად მზად არის ორგანიზაცია ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.