IT ინკუბატორი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც დიდ და საშუალო ბიზნესს IT და WEB-სერვისებით უზრუნველყოფს. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც სრულ IT აუთსორსინგს, კომპლექსურ IT აუდიტს, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას და IT ტექნიკის მიწოდებას, ასევე მულტიფუნქციური WEB-საიტების დამზადებას, ინტერნეტ-მარკეტინგსა და ჰოსტინგ-მომსახურებას.
ციფრულად დაბადებული IT ინკუბატორი ირჩევს სხარტ და სინერგიულ მიდგომას საჭირო გადაწყვეტების მისაგნებად. ჩვენი ფართო გამოცდილება ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების მართვის საქმეში IT-მიმართულებას აქცევს გადამწყვეტ აქტივად. ჩვენ თქვენთან გავჩნდებით, თუკი გადაწყვეტთ უფრო ეფექტურად წარმართოთ თქვენი ბიზნეს საქმიანობა და დააჩქაროთ შემოსავლების ზრდა.
IT ინკუბატორი თითოეულ კლიენტს საშუალებას აძლევს დაძლიოს ორი მიმართულება: გაზარდოს მიმდინარე IT-ოპერაციების პროდუქტიულობა და მისი ეკონომიკური ეფექტი და დააფინანსოს ინოვაციები საკუთარ ორგანიზაციებში ახალი პოტენციალის განსავითარებლად. შესაძლებლობათა უნიკალურობა მდგომაროებს IT ინკუბატორის ინტელექტუალურ პოტენციალში – დაეხმაროს კლიენტებს დააკმაყოფილონ თითოეული ეს გამოწვევა. ჩვენ მათ ვეხმარებით, რათა გაზარდონ პროდუქტიულობა ძირითადი ბიზნეს ფუნქციების აქსელერაციითა და უფრო ეფექტური მუშაობით. ჩვენი უნარი – მოვახდინოთ კონცეპტუალიზაცია, ავაგოთ და გავაფართოვოთ არსებული და ახალი შესაძლებლობები – საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს განახორციელონ მორალურად მოძველებული მოდელების რემოდელირება და თავიანთი ბიზნეს საქმიანობა აიყვანონ ახალ დონეზე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.